2018 წლის 19-21 ნოემბერს, 11:00 სთ-ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ატარებს პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციას: ,,ფილოსოფია და დღევანდელობა’’ (თსუ I კორპუსი, აუდიტორია #212). ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ტარდება და ქართველი ფილოსოფოსის, სერგი დანელიას დაბადებიდან 130 წლისთავს ეძღვნება.
საკონფერენციო მასალების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 9 ნოემბერი.
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული კონფერენციის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში: