იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მასწავლებლობის მსურველთათვის !!!

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 12 სექტემბრიდან 28 სექტემბრის 12 საათამდე! (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, მეორე სართული, აუდიტორია #27).

საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 2 ოქტომბერს 12 საათზე
(
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

)განცხადება რექტორის სახელზე (შეივსება ადგილზე);
) პირადობის მოწმობის ასლი/დედანთან ერთად/;
) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი (დედანთან ერთად) /ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
) 2 ფოტოსურათი 3X4;
)სამხედრო ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გაწვევას დაქვემდებარებული ვაჟებისათვის);
) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;

პროგრამაზე შესაძლებელია მსურველთა მიღება შემდეგი მიმართულებების მიხედვით:

 ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);Ø
 
მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);Ø
 
ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);Ø
 
ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);Ø
 
ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);Ø
 
გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური);Ø
 
ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);Ø
 
ინგლისური ენა (საბაზო და საშუალო საფეხური);Ø
 
გერმანული ენა (საბაზო და საშუალო საფეხური);Ø
 
სპორტი;Ø
 
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.Ø

პროგრამაზე ჩარიცხვა

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

)მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში;
)იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა

გამოცდა ჩატარდება წერილობითი ფორმით, ტესტირების სახით. ტესტები მოიცავს ორ ნაწილს: კითხვებსზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონიდან და ზოგადი უნარების ტესტურ დავალებებს. გამოცდის ხანგრძლივობა - 120 წუთი.
მისაღები გამოცდა შეფასდება მაქსიმუმ 100 ქულით. მისაღები გამოცდის კომპეტენციის მინიმალური ზღვარია 51 ქულა.

გამოცდის შედეგები

გამოცდის შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ 2 ოქტომბერს. გამოცდების შედეგების გასაჩივრების თარიღია 2018 წლის 2 ოქტომბრიდან 3 ოქტომბრის 14 საათის ჩათვლით.

აპლიკანტებთან ხელშეკრულების გაფორმება

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აპლიკანტებთან გაფორმდება ხელშეკრულება. 2018 წლის 2 ოქტომბრიდან 3 ოქტომბრის 14 საათის ჩათვლით.

დაფინანსება

პროგრამისთვის გამოყოფილია კვოტების გარკვეული რაოდენობა (სულ 30 ადგილი), რომელიც ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით. აღნიშნული ადგილების სრულად ათვისების შემთხვევაში შესაძლებელია დასაფინანსებელი რაოდენობის ზემოთ სწავლის მსურველთა მიღება თვითდაფინანსებითაც.

 
მნახველთა რაოდენობა: 5860