იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში გარე და შიდა მობილობა დაიწყო!                         
ინფორმაცია სასწავლო წლის დაწყებასთან და რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019  სასწავლო წელი (საბაკალავრო, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის  მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო  და ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე) დაიწყება 2018 წლის 1 ოქტომბერს და დასრულდება 2019 წლის 5 ივლისს.

სემესტრების ხანგრძლივობა განისაზღვრება შემდეგი სახით:

 ა)   I  სემესტრი დაიწყება 2018  წლის 1 ოქტომბერს და დასრულდება 2019 წლის  8 თებერვალს;

 )  II  სემესტრი დაიწყება 2019 წლის 25  თებერვალს და დასრულდება 2019  წლის 5 ივლისს;

 გ)  პირველი სემესტრის სტუდენტთა  ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია   დაიწყება 2018 წლის 3 სექტემბრიდან 

      და დასრულდება 2018 წლის 26 სექტემბერს. ადმინისტრაციული  რეგისტრაციის დაგვიანებით გავლა შესაძლებელია 

      კანონმდებლობის ფარგლებში;

დ) სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 3 სექტემბერს და დასრულდება 2018 წლის 15 ოქტომბერს.

სესიები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით: 

ა) ზამთრის სესიები დაიწყება  2019 წლის  14  იანვარს და დასრულდება  2019 წლის 25   იანვარს.

¹)  დამატებითი საგამოცდო პერიოდი განისაზღვრება 2019 წლის 25 იანვრიდან  2019  წლის 5  თებერვლის  ჩათვლით;

ბ)  ზაფხულის სესიები დაიწყება   2019  წლის 10 ივნისიდან  და დასრულდება  2019  წლის 21 ივნისს;

ბ¹)  დამატებითი საგამოცდო პერიოდი განისაზღვრება 2018  წლის  21 ივნისიდან 2019 წლის   2 ივლისის    ჩათვლით.

არდადეგების ხანგრძლივობა  განისაზღვრება შემდეგი სახით:

) ზამთრის არდადეგები დაიწყება  2019  წლის 11 თებერვლიდან და დასრულდება 2019  წლის 24 თებერვალს;

ბ) ზაფხულის არდადეგები დაიწყება 2019 წლის 8 ივლისს  და დასრულდება 2019 წლის 31  აგვისტოს.

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

1.   მოქალაქეობის პირადობის მოწმობის ასლი;

2.   4 ფერადი ფოტოსურათი (3:4 დისკთან ერთად);

3.   ატესტატის დედანი;

4.   სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სავალდებულოა ვაჟებისათვის);

5.   პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 12178
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.