იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულმა საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია.
აღნიშნულ სპეციალობაზე სწავლის მსურველ აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცათ მოახდინონ ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანში და დარეგისტრირდნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიმდინარე წლის 11 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით.
პროგრამა, 2018-2019 სასწავლო წლიდან, პირველად ხორციელდება საქართველოში და 300 კრედიტს მოიცავს, მისი ხანგრძლივობაა 5 წელი და სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია, დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირი:
განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი ნინო ნახუცრიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია: n.nakhutsrishvili@gmail.com ტელ: 599 28 55 75