იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები

  ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის და ზოგადად თემის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესდა ,,დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები" (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №12 25.02.2016).

     სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები, რომელთა  აკადემიური მოსწრება არის 80% და მეტი, აქვთ გამოქვეყნებული  სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურნი.

კანდიდატთა მიერ განცხადების წარდგენის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით

   დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში

 
მნახველთა რაოდენობა: 6109