იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მედია ცენტრი კახეთი ახალგაზრდებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთი (MCK), GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) პროექტის "რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით" ფარგლებში აცხადებს ესეების კონკურსს ახალგაზრდებისთვის თემაზე - ჩემი ქალაქი - ევროპული ქალაქი. 

კონკურსის მიზანია ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ, საკუთარი ხედვა და ღირებულებები გააცნონ ფართო საზოგადოებას. 

გამარჯვებულ ნამუშევრებს შეარჩევს პროექტის გუნდი ადგილობრივ მერიასთან ერთად. გამარჯვებულებს, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცემა, მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დააჯილდოვებენ. 

კონკურსის მიზანია საქართველოს ევროპასთან ასოცირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების პოპულარიზაცია და მათი მნიშვნელობის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია კახეთის რეგიონის მასშტაბით არსებული ყველა საჯარო სკოლის, უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.

როგორ მივიღო მონაწილეობა კონკურსში?

1. ნაშრომი უნდა ეხებოდეს თვითმმართველობის საკითხს;

2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს გამოგზავნა სხვადასხვა თემაზე; 

3. ესეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა), ასევე სასწავლების სახელი;

4. ესეს ტექნიკური მახასიათებლები: ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, შრიფტი - სილფაინი, ზომა 12, ხაზებს შორის დაშორება 1.5, ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას, ესე შესაძლოა იყოს ვორდის დოკუმენტის, Power Point ან PDF ფორმატში, ფაილს უნდა ერქვას მონაწილის სახელი და გვარი;

5. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან კონკურსანტი კონკურსიდან;

6. საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 10 ივლისი, 16:00 მდე;

7. ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: mediacenterkakheti@gmail.com

8. გამოგზავნისას მეილის სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ „ესეების კონკურსი".

 

შეფასების კრიტერიუმები:

- თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება;

- პრობლემის ხედვა კონტექსტში; 

- ლოგიკური მსჯელობა;

- ანალიზი და არგუმენტირება;

- ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი);

- წერის/ მასალის მოწოდების კულტურა.

 
მნახველთა რაოდენობა: 5793