2018 წლის 5-6 ივლისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ფორუმი გაიმართება.
5 ივლისს, ფორუმი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული რესურსების გამოფენით დაიწყება. ღონისძიებას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დოდო ჭუმბურიძის მონოგრაფიის ,,აკაკი ჩხენკელი“ და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ენციკლოპედია-ლექსიკონის პრეზენტაციები გააგრძელებენ.
6 ივლისს ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვა სასწავლო-სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
სამეცნიერო ფორუმი ახალი და უახლესი ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდება.