2018 წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე, ბათუმში, ყველაზე მასშტაბური 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა იწყება. ოლიმპიადის პარალელურად, ფიდესა და კონტინენტთა პრეზიდენტების არჩევნები, 89-ე კონგრესი და სხვა მნიშვნელოვანი საჭადრაკო ღონისძიებები იმართება.
ოლიმპიადაში 190- მდე ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდები მონაწილეობენ.
ღონისძიების გახსნის საზეიმო ცერემონიალი 23 სექტემბერს, ბლექ სი არენაზე, ხოლო დახურვა 5 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, გაიმართება.
ოლიმპიადის სრულყოფილად წარმართვისთვის აუცილებელია, მთელი საქართველოს მასშტაბით, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში, ყველაზე მოტივირებული, ერუდირებული და ენთუზიაზმით სავსე მოხალისეების მოძიება, რომელთა ასაკი 18-დან 30 წლამდე განისაზღვრება. მოხალისეები ჩაერთვებიან, როგორც ოლიმპიადის საორგანიზაციო საქმიანობაში, ისე ერთიან, სპეციალურად ოლიმპიადისთვის დაგეგმილ სხვადასხვა პარალელურ აქტივობებში.
მოხალისეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე: batumi2018.fide.com