2018 წლის 13-15 სექტემბერს, ქალაქ ბაქოში (აზერბაიჯანი), გაიმართება მე-18 საერთაშორისო კონფერენცია - "ტექნოლოგიები, კულტურა და საერთაშორისო სტაბილურობა". კონფერენციის მიზანია ტექნოლოგიების, კულტურისა და საერთაშორისო სტაბილურობის სფეროში ახალი გამოკვლევების წარმოდგენა, იდეებისა და გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის სამუშაო თემებია: ავტომატური მართვის ტექნიკა, ეკონომიკა, რობოტიკა, მედიცინა და საზოგადოებრივი ცხოვრება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: აზერბაიჯანის რობოტიკისა და ავტომატიზაციის საზოგადოება, ვენის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ავტომატური კონტროლის საერთაშორისო ფედერაცია -IFAC-in (IFAC–International Federation of Automatic Control), აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და განათლების სამინისტრო.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის ვებ-გვერდზე: Home - TECIS18