პირველად საქართველოში დასაქმების ყველაზე დიდი პორტალი www.HR.ge ორგანიზებას უწევს ინოვაციურ პროექტს -,,ონლაინ დასაქმების ფორუმი+ღონისძიება 2018” აღმოსავლეთ (თბილისი) და დასავლეთ (ბათუმი) საქართველოში.ა ღნიშნული ღონისძიება აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას კომპანიებსა და სტუდენტებს/ახალ კურსდამთავრებულებს, მთლიანი ღონისძიების მანძილზე საბოლოო ღონისძიების ჩატარებამდე, ონლაინ რეჟიმში, მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ:
დარეგისტრირდნენ ონლაინ დასაქმების ფორუმზე რეგიონის შეაბამისად და:
- შეავსონ CV ონლაინ;
- ნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები;
- გამოეხმაურონ ონლაინ - გააგზავნონ CV ღილაკზე დაჭერით მათთვის სასურველ ვაკანსიებზე;
- მივიდნენ რეალურ ღონისძიებაზე ამობეჭდილი CV-ებით და შეხვდნენ კომპანიის;
- წარმომადგენლებს, გაესაუბრონ ვაკანსიების შესახებ და წარადგინონ საკუთარი თავი.
„ონლაინ დასაქმების ფორუმი+ ღონისძიება 2018“ სტარტი აიღო 1 მაისს.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე - www.hr.ge/jobfairTbilisi; www.hr.ge/jobfairBatumi
ღონისძიებების კალენდარი:
-----------------------------------------------------------------------------------------------
ონლაინ დასაქმების ფორუმი აღმოსავლეთ საქართველო - 1 მაისი - 8 ივნისი
ღონისძიება: თბილისი - 8 ივნისი, თავისუფლების მოედანი N4, ქორთიარდ მარიოტი თბილისი, 11:00 დან 17:00 სთ-მდე
შეგახსენებთ, რომ„დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ არის წამყვანი დასაქმების სააგენტო საქართველოში, ხოლო მისი საიტი (www.hr.ge)და უკვე საიტების ერთიანი სივრცე (www.cv.ge, www.doctor.ge, www.course.ge,www.chefs.gewww.career.ge, www.Bankers.ge), სადაც განთავსებულია ყველაზე მეტი ვაკანსია ინტერნეტ სივრცეში - ყველაზე მაღალი მაჩვენებლი საქართველოშიდასაქმების პორტალებს შორის. კომპანია შეიქმნა 2006 წელს და ის უკვე მრავალი წელია ეხმარება როგორც კომპანიებს ვაკანტური პოზიციის შევსებაში, ასევე სამსახურის მაძიებელთ სასურველი ვაკანსიის მოძიებასა და დასაქმებაში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ. ნომერზე: 032 2 193333 (130). სამუშაო საათები 09:30 - 18:30.