იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სტაჟირების პროგრამა

ფინკა ბანკი საქართველო უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ და აცხადებს კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სტაჟირების პროგრამას შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით.

სტაჟირების პროგრამა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, დაეუფლოთ კლიენტთა მომსახურების ოფიცრის პროფესიას.

თუ გხიბლავთ დინამიური, მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული ბიზნეს გარემო, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში.

 

რას შეისწავლით პროგრამის მსვლელობისას?

       საოპერაციო პროდუქტები

(ანაბრები, ანგარიშები, გადარიცხვები, გზავნილები);

       საკრედიტო პროდუქტები;

       გაყიდვების ტექნიკები;

       სალაროს ოპერაციები;

       მომსახურების სტანდარტი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

       უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

       სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებული;

       ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნაკაბელურობა;

       კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

       სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;

       ქართული ენის სრულყოფილად ფლობა. სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 თვე 

ადგილმდებარეობა: ფინკა ბანკი საქართველოს თელავის სერვის ცენტრი

სტაჟირების პროგრამა არის ანაზღაურებადი (GEL 200)

შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება შესაბამისი საშტატო ერთეულის არსებობის შემთხვევაში

დაგაინტერესათ სტაჟირებამ?

მაშინ გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა, მიუთითოთ სტაჟირების სასურველი  ლოკაცია და გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით:vacancy@finca.ge

გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის თემის “subject” ველში მიუთითეთ „კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სტაჟირება - ადგილმდებარეობა“მაგ.: „კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სტაჟირება - თელავი“

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა:

25 მაისი, 2018

 

სტაჟირება ცხადდება:

  • კახეთის რეგიონი

თელავის სერვის ცენტრი - 2 ვაკანტური თანამდებობა

 

როგორ ხდება შერჩევა?

 

კონკურსი არის 3 ეტაპიანი და მოიცავს:

       შესარჩევი სიის მომზადება (შემოსული განაცხადების გადარჩევა);

       ტესტირება;

       ინდივიდუალური გასაუბრება

 

 
მნახველთა რაოდენობა: 5613