მიმდინარე წლის 13-15 სექტემბერს, ბაქოში (აზერბაიჯანი), დაგეგმილია მე-18 საერთაშორისო კონფერენცია კულტურისა და საერთაშორისო სტაბილურობის თემაზე. კონფერენციის მიზანია ტექნოლოგიების, კულტურისა და საერთაშორისო სტაბილურობის სფეროში ახალი გამოკვლევების წარმოდგენა, იდეებისა და გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ავტორიზებული კონტროლის საერთაშორისო ფედერაცია -IFAC-in (IFAC–International Federation of Automatic Control), აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და განათლების სამინისტრო, მეცნიერებათა აკადემია, ვენის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ავსტრიის სხვა უნივერისტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, აგრეთვე, მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
დეტალური ინფორმაცია, კონფერენციასთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://tecis18.org/.