იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტური კონფერენცია - ,,ანტიკურობის თანამედროვეობა”

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს IV ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას - ,,ანტიკურობის თანამედროვეობა.”  კონფერენცია გაიმართება 2018 წლის 18-19 მაისს, რომელიც ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს.

  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე თბილისისსა თუ რეგიონებში არსებული აკრედიტებული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებს. კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია. მოხსენებები არ უნდა იყოს სხვა კონფერენციაზე წარდგენილი.

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი; დისკუსია - 10 წუთი.

თეზისების გაფორმების წესი:

თავფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

მოხსენების სათაური;

უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი (სწავლების საფეხურის მითითებით);

სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი.

ფონტი: Sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
თეზისების მოცულობა: არაუმეტეს 300 სიტყვისა.

თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია.

გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 20 აპრილამდე გამოაგზავნოთ თეზისები და ხელმძღვანელის რეკომენდაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართლზე: classics.tsu@gmail.com 

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე  გეცნობებათ  2018 წლის 30აპრილამდე.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება სტუდენტურ პერიოდულ კრებულში „მნემოსინე“.

საკონტაქტო პირი: მარიამ კალაძე  ტელ: +995 577 42 69 82; ელ-ფოსტა: mariami.kaladze@tsu.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 5639
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'