იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ევროპული პოლიტიკის პრაქტიკული პროგრამა

ცხადდება აპლიკაციების მიღება, ევროპული პოლიტიკის პრაქტიკული პროგრამის მონაწილეების შესარჩევად.  უნივესიტეტის სტუდენტები ისარგებლებენ სპეციალური (10-20%) ფასდაკლებით

   ევროპული პოლიტიკის პრაქტიკული პროგრამა მიზნად ისახავს ევროპული გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუტების საქმიანობის პრაქტიკულ შესწავლას, წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსების გამოცდილების გაზიარებასა და ძირითადი პოლიტიკური ძალების საქმიანობის გაცნობას.

   პროგრამაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ და გაიზიარონ ევროპარლამენტში წარმოდგენილი შემდეგი ფრაქციებისა და პოლიტიკური პარტიების გამოცდილება:

  • ევროპის სახალხო პარტია (EPP);
  • სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D);
  • ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR);
  • ლიბერალებისა და დემოკრატების ჯგუფი (ALDE).

პროგრამის ღირებულება: 670 ევრო. (სტუდენტები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით.)

პროგრამის ღირებულებაში შედის:

  • სასწავლო პროგრამის საფასური;
  • ცხოვრება სასტუმროში, სამ ქალაქში, 5 ღამის/6 დღის განმავლობაში;
  • შიდა ტრანსპორტირება;  
  • სადაზღვევო მოსაკრებელი;
  • ხელმძღვანელის თანხლება;
  • წინასწარი სასწავლო პროგრამა საქართველოში.

 პროგრამა მოიცავს ვიზიტებს შემ დეგ ორგანიზაციებში:

  • ევროპარლამენტი;
  • ევროკომისია;
  • ნატოს სათაო ოფისი;
  • ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტი;
  • მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში;
  • ქალაქ ჰააგის მერია;
  • ქალაქ ამსტერდამის მერია.

აუცილებელი წინაპირობა:

  • ასაკი 18-დან 35 წლამდე;
  • აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის მოქალაქეობა;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • ცნობა, აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ ან შესაბამისი ხარისხი.

პროგრამის სამუშაო ენა: ინგლისუ რი

პროგრამის განცხორიცელების თარი ღი და ადგილი: 2018 წლის 1-6 მაისი ევროპის პოლიტიკური ცენტრი: ბრიუსელი-ჰააგა-ამსტერდამი.

პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ევროპარლამენტის მიერ აღიარებული მონაწილეობის დამადასტურებელი ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციის გასავლელად და აპლიკაციის შესავსებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

https://www.facebook.com/event s/153660082003217/

    რეგისტრაციის ბოლო ვადა: 22 აპრილი

    ასევე, პრეზენტაციის სახით გიგზავნით  თანდართულ მასალას, სადაც უფრო ვრცლად არის წარმოდგენილი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის და მიმდინარე პროექტების შესახებ,

   დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ნომრებზე: 577 733 444 / 577 592 092

 

 
მნახველთა რაოდენობა: 6094