იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

       იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიმდინარე წლის 19 მარტს აცხადებს კონკურსს, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ,  შემდეგ ფაკულტეტზე:

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი

ეკონომიკის მიმართულებ

  • ასოცირებული პროფესორის- 1 საშტატო ერთეულზე,  6 (ექვსი) წლის ვადით.

 

  კონკურსში  მონაწილეობის  მიღების მსურველმა  უნდა წარმოადგინოს:

  • ავტობიოგრაფია (CV);
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • 2(ორი) ფოტოსურათი;
  • სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

  კონკურსანტის  კომპეტენტურობის  დასადგენად  განსაზღვრული სავალდებულო მოთხოვნები:

) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

  • მინიმუმ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია/ კონგრესი/სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად);
  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ორი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;
  • წასაკითხად შემოთავაზებული ორი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით (დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
  • დარგის განვითარების კონცეფცია სწავლების მინიმუმ ორ საფეხურზე.

   ასოცირებული პროფესორი ვალდებულია უნივერსიტეტში შრომითი ურთიერთობის დროს იმყოფებოდეს კვირაში მინიმუმ 4(ოთხი) სამუშაო დღის განმავლობაში. საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.

 

 

 

კონკურსანტმა კომპეტენტურობის  დასადგენად  დამატებით უნდა წარმოადგინოს     ინფორმაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული შემდეგი აქტივობების შესახებ:

  • მოქმედი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისხელმძღვანელობა;
  • საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა/რეცენზენტობა (ოპონირება);
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
  • დარგთან დაკავშირებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის  ხელმძღვანელობა, მონაწილეობა;
  • პროფესიულ  საქმიანობასთან/დარგთან დაკავშირებულ საერთაშორისო  სამეცნიერო- კვლევით/სამეცნიერო–სასწავლო/სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტებში/პროგრამებში მონაწილეობა;
  • დარგთან დაკავშირებული საგანმანათლებლო–კვლევითი პროექტის ხელმძღვანელობა, მონაწილეობა;
  • დარგთან დაკავშირებულ  სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენცია/კონგრესი/ სიმპოზიუმი) მონაწილეობა და სერტიფიკატების ფლობა;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი;
  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წაკითხული ლექციების ჩამონათვალი

(დამოწმებული პროგრამის ხელმძღვანელისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);

  • პროფესიულ  საქმიანობასთან/დარგთან  დაკავშირებული მონოგრაფიის/ სახელმძღვანელოს/სალექციო კურსის/რიდერის/ბროშურის ავტორობა; რედაქტორობა/რეცენზენტობა;
  • სამეცნიერო  ჟურნალისრედკოლეგიის/სარედაქციო/საგამომცემლო საბჭოს წევრობა; სტატიი სრეცენზირება;
  • პროფესიულ  საქმიანობასთან დაკავშირებულ/კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში მონაწილეობა (დადასტურებულისერტიფიკატით ან ცნობით);
  • ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური/ წარმომადგენლობითი/ სადისერტაციო  საბჭოების, აგრეთვე, დარგობრივი ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიების/ასოციაციების/ საზოგადოების წევრობა;
  • პროფესიულ საქმიანობაში/დარგში ტრენერობა/ექსპერტობა;
  • დარგთან დაკავშირებულ  გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა;
  • უნივერსიტეტში  განხორციელებული  სასწავლო/სამეცნიერო  ინოვაცია (რომელსაც არ ითვალისწინებდა დაკავებული თანამდებობით  განსაზღვრული საქმიანობის წესი/დებულება);
  • პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული  ოფიციალური წახალისებები (მადლობა/ჯილდო/პრემია/საპატიო წოდება/ორდენი).

 

   ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია  წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად (ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი)

   კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების  შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი №15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;

    კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 19აპრილს და დასრულდება 2018 წლის 26 აპრილს;

   საბუთები მიიღება  უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე, # 39-ეოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე;

              კონკურსი  ჩატარება  2018 წლის 30 აპრილს.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 5812