საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE, იწყებს ეროვნულ კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას. კიბეროლიმპიადის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროს განავითარების ხელშეწყობა და პუპულარიზაცია, ასევე იმ პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც ფლობენ შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას.
კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია კიბერსაკითხებით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას, რომელსაც არ შესრულებია 25 წელი. ეროვნული კიბეროლიმპიადა გაიმართება 2018 წლის 7 მაისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 3 მაისი, 2018.
დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა კიბეროლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის უნდა გამოგზავნონ გუნდის დასახელება, გუნდის წევრთა რეზიუმეები (წევრთა რეზიუმეები სავალდებულო არ არის) და საკონტაქტო ინფორმაცია ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: cybercube@dea.gov.ge ; დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი არხების გამოყენებით: ტელ.: 291 51 40; ვებგვერდი: www.dea.gov.ge ; FB გვერდი: https://www.facebook.com/certgovge