იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სემინარი უნივერსიტეტის ადმინისტრატორებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელებისთვის

შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2018 წლის 20-21 აპრილს მართავს ყოველწლიურ საერთაშორისო კვლევით კონფერენციას განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხებზე (IRCEELT 2018), რომლის ფარგლებშიც, ჩრდილოეთ არიზონას უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორი, ქ-ნ შეილა ანდერსი, 20 აპრილს, 13:00 საათზე, ატარებს სემინარს თემაზე: „Operationalizing Your International Office for Success Through Strategic Staffing and Human Resource Management“. სემინარი განკუთვნილია უნივერსიტეტის ადმინისტრატორებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელებისთვის და საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2JeO2OT.  რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 აპრილი. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. დასწრება უფასოა. სამუშაო ენა: ინგლისური.

მოწვეული პროფესორი კონფერენციაზე წაიკითხავს, ასევე, მოხსენებას თემაზე:  "Developments in Sustainability and Service Learning Programming in International Education", რომლის დრო ცნობილი იქნება მოგვიანებით. დასწრება თავისუფალია.

 
მნახველთა რაოდენობა: 6093