4 აპრილს, ,,ნატო“ 69-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. 1949 წლის 4 აპრილს 12-მა მოკავშირე ქვეყანამ ვაშინგტონში, ნატოს ფუძემდებლურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ ხელშეკრულების თანახმად, ალიანსის წევრები ერთი მიზნით გაერთიანდნენ, რომ ერთობლივად უზრუნველყონ კოლექტიური უსაფრთხოება.
4 აპრილს, 19:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს ინიციატივით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, აღნიშნული თარიღიდან გამომდინარე ,,ნატოს ‘’ სიმბოლურ ფერებში გარკვეული დროით განათდება თელავში, ,,ბატონის ციხის’’ ნაწილი.
ნატო ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ შეიქმნა და იმ დროიდან მოყოლებული ალიანსის მთავარი ამოცანა წევრი სახელმწიფოების თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.