2018 წლიდან თელავში, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ახორციელებს ახალგაზრდულ პროგრამას - SKYE (ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების უნარებისა და ცოდნის კლუბებს).
SKYE პროგრამის ფარგლებში, 22 მარტს, 13:00 საათზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში (II სართული, სხდომათა დარბაზი), გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრაზე SKYE კლუბის წევრები გააკეთებენ პრეზენტაციას თემაზე „აქტიური მოქალაქეობა“.
მოცემულ საკითხს პრეზენტატორები განიხილავენ SKYE კლუბის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, შემდეგ ძირითად პუნქტებზე დაყრდნობით:
•აქტიური მოქალაქეობა
•თემის მომსახურებაზე დაფუძნებული სწავლება (SKYE - ის სწავლების
ბორბალი).
•თემის მნიშვნელობა, თემში თითოეული ადამიანის როლი და დანიშნულება.
შეხვედრის ხანგრძლივობაა - 30 – 40 წუთი.