იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საჯარო ლექცია მედიაციაში

  ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი(TSU NCADR) ახორციელებს მედიაციის აკადემიური გაძლიერები სპროექტს (Academic Enhancement of Mediation), რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 9-10 დეკემბერს  თბილისისა და რეგიონების 10 უმაღლესი სასწავლებლის 20 ლექტორს ჩაუტარდა საბაზისო ტრენინგი მედიაციაში, ხოლო ა/წ 25-26 თებერვალს მათ წარმატებით გაიარეს სწავლების მეთოდოლოგიის პროგრამა უნივერსიტეტებში, მედიაციის კურსების დანერგვის მიზნით.

   20 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საჯარო ლექცია, რომელსაც გაუძღვებიან ლექტორები: გულო დილავერიძე, შორენა ლაზარიაშვილი და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, სამართლის დოქტორი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია ჩიტაშვილი.

   საჯარო ლექციას დაესწრებიან პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და პრაქტიკოსი იურისტები. ამავე დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართება საჩვენებელი ლექცია სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით.

 მედიაციის აკადემიური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით უნივესიტეტებს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

 
მნახველთა რაოდენობა: 5889