ნოტარიუსთა პალატა, სანოტარო საქმიანობის უკეთესად გაცნობის მიზნით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას გამართავს.
2018 წლის 16 მარტს, 12 :00 საათზე, თესაუ-ს სხდომათა დარბაზში, საჯარო ლექციას ჩაატარებენ: მარიკა გოგოლაძე (ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე), მანანა გოგაშვილი (ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი).
საჯარო ლექციის თემაა- ,,პროფესია ნოტარიუსი."
პროექტში მონაწილე სტუდენტები მიიღებენ სამომავლო განვითარებისათვის მნიშვნელოვან საფუძველს, გაიზრდება სანოტარო სამართლის მიმართ ინტერესი, რაც მომავალში მათ პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.