,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ კახეთის ბიუროს ორგანიზებით და სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, ხორციელდება ვიზალიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ეტაპი.
შეხვედრები დაგეგმილია კახეთის რეგიონში, მათ შორის, ქ.თელავის მუნიციპალიტეტში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პედაგოგები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფერმერები და მოსწავლეები.
2018 წლის 12 მარტს, 11:00 სთ-ზე, საინფორმაციო შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის შესახებ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება.