იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა იწყება

საჯარო სამსახურის  ბიურო  იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის  მე-8  ნაკადს. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად  აუცილებელია,  სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადის წერილობითი თანხმობა  სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის შესახებ შესაბამის უმაღლეს სასწავლებელში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე,  არაუგვიანეს  ერთი თვისა.

    პროგრამის მონაწილეები უნდა იყვნენ  ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის, ან დოქტურანტურის სტუდენტები, უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრებით  და მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან  არ უნდა იყოს გასული  2  წელიწადზე  მეტი .

    დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის  ცხელ  ხაზს:  (+995 32) 2197755

  იხილეთ თანდართული ფაილები: დანართი – 1  დანართი – 2 

 
მნახველთა რაოდენობა: 5715