იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
იტალიის უნივერსიტეტის- Università Cattolica del Sacro Cuore (UCSC)-საინფორმაციო შეხვედრა თესაუ-ში

2 მარტს, პარასკევს, 12:00  საათზე, თესაუ-ს ტემპუსის ოთახში, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Università Cattolica del Sacro Cuore (UCSC)   სტიპენდიების შესახებ.

Università Cattolica del Sacro Cuore (UCSC)  არის ევროპის უმსხვილესი კერძო უნივერსიტეტი. ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ ქართულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ  ვებგვერდზე: http://libra.ge/content.php?id=391&lang=geo

   უნივერსიტეტი, რომელიც  მთელ მსოფლიოში კარგადაა ცნობილი და იტალიაში  ყველაზე პოპულარულ უნივერსიტეტად ითვლება, გთავაზობთ გარანტირებულ სტიპენდიებს (სწავლის საფასურზე ფასდაკლების სახით) ორწლიან სამაგისტრო და სამწლიან საბაკალავრო პროგრამებზე . შესაძლებელია  ნაწილობრივი დაფინანსების მიღება ერთწლიან მაგისტრატურაზეც. თუმცა, პროგრამების დაფინანსება შეზღუდულია და თითოეულ პროგრამაზე მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე ძლიერი აპლიკანტი ღებულობს სტიპენდიას.

   მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში სხვადასხვა სპეციალობის შესწავლაა შესაძლებელი,  კახეთის რეგიონისთვის, განსაკუთრებით, საინტერესოა შემდეგი ფაკულტეტებია:

  BSc Sustainable Agriculture for Food Quality and Environment (სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა), 1 წლის სწავლის საფასური- 5000 ევრო (Piacenza);

 Master of Science in Agricultural and Food Economics (Piacenza-Cremona) –  (ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა, 1 წლის სწავლის საფასური- 5750 ევრო);

 Master in Viticulture and Enology (Piacenza) – ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა, სწავლის საფასური -7000 ევრო.

   2018 წლიდან შესაძლებელი იქნება ერთობლივ, უნივერსიტეტის და ლომბარდიის რეგიონის რეგიონალურ სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა. ეს სტიპენდია დამოკიდებულია სტუდენტის შემოსავალზე და ითვალისწინებს სწავლის საფასურის დაფინანსებას 100%-მდე და სხვა შეღავათებს. აღნიშნული შეღავათები გავრცელდება მხოლოდ  ორწლიან სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებზე.

 
მნახველთა რაოდენობა: 5491
 
 
 
 
    2024 მარტი

    2

    3

    5

    8

    9

    10

    11

    16

    17

    18

    19

    21

    23

    24

    26

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.