იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ჰინდის შემსწავლელი სასტიპენდიო პროგრამა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდინარე წლის 20 თებერვლის N01/6381 წერილის თანახმად, ინდოეთის ადამიანური რესურსებისგანვითარების სამინისტროს ჰინდის ცენტრალურმა ინსტიტუტმა გამოაცხადა ჰინდის შემსწავლელ სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 21-35 წლამდე ასაკის კანდიდატებს, რომელთაც მიღებული აქვთ მინიმუმ ზოგადიგანათლება ან დასრულებული აქვთ კოლეჯი. ინსტიტუტში აკადემიური წელი იწყება 2018 წლის 01 აგვისტოს და სრულდება 2019 წლის 30 აპრილს.

კანდიდატებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმები უნდა გაგზავნონ ინდოეთის საელჩოში (რეზიდენციით ერევანი) არაუგვიანეს 2018 წლის 20აპრილისა.

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის თაობაზე და სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

http://khsindia.org/india/en/

 
მნახველთა რაოდენობა: 5689
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.