შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის თანამდებობაზე თელავის სერვისცენტრში.
ძირითადი მოვალეობები:
- საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირებისათვის;
- სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი ნებისმიერი პროფილით;
- სასურველია 3–6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- მართვის მოწმობა A კატეგორია;(კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა);
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
უნარ–ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
- გამართულად მეტყველების უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
- გასაუბრება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 23.03.2018
სადისტრიბუციო კომპანია ,,ევერესტი2010” აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის თანამდებობებზე კახეთის რეგიონში
მოთხოვნები:
- ასაკი: 22- 30 წელი;
- მართვის მოწმობა: ბ
- მოწესრიგებულობა,
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
- ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
- კომუნიკაბელურობა,
- მოლაპარაკებების წარმოებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- საოფისე ტექნიკასთან ურთიერთობის ცოდნა.
- საგარანტიოთ უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: everesti2010@mail.ru არა უგვიანეს 20.03.2018
სასტუმრო-რესტორანი "შატო მერე" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სასტუმროს ადმინისტრატორი თელავში
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმეები შემდეგ მეილზე: winiveria.mere@gmail.com ან დარეკეთ: +995595990399
მისამართი: ქ.თელავი, სოფელი ვარდისუბანი