შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იწყებს სტაჟირების პროგრამას, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს, შემდეგი მიმართულებით: მარკეტინგი, გაყიდვები, საზოგადოებასთან ურთიერთობა.
სტაჟირების პროგრამა გაგრძელდება 5 თვე. პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
სტაჟირების გასავლელად, სტუდენტების შერჩევა მოხდება პირველ ეტაპზე CV-ის, შემდგომ- ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.
სტაჟირების მსურველებმა 2018 წლის 2 მარტამდე უნდა გაგზავნონ CV და უმაღლესი სასწავლებლის რეკომენდაცია ელექტრონულ მისამართზე: info@spd.ge.
სტაჟირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ შსს დაცვის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს, თამარ ხვედელიანს:
ტელ: 2419518 , 599914100