იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტაჟირების პროგრამა

     შსს დაცვის  პოლიციის დეპარტამენტი იწყებს სტაჟირების პროგრამას, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს, შემდეგი მიმართულებით: მარკეტინგი, გაყიდვები, საზოგადოებასთან ურთიერთობა.

    სტაჟირების პროგრამა გაგრძელდება 5 თვე. პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

   სტაჟირების გასავლელად, სტუდენტების შერჩევა მოხდება პირველ ეტაპზე  CV-ის, შემდგომ- ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.

   სტაჟირების მსურველებმა 2018 წლის 2 მარტამდე უნდა გაგზავნონ  CV და უმაღლესი სასწავლებლის რეკომენდაცია ელექტრონულ მისამართზე:  info@spd.ge.

   სტაჟირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად,  მიმართეთ შსს დაცვის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს, თამარ ხვედელიანს:

  ტელ: 2419518 , 599914100

 
მნახველთა რაოდენობა: 7285
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.