ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ვაკანსია ლაგოდეხის იუსტიციის სახლში

ლაგოდეხის იუსტიციის სახლი აცხადებს  ვაკანსიას სივრცის  კონსულტანტის  პოზიციაზე  .

 

სტაჟიორის ფუნქციებია:

 

   სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მოქალაქეთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება. ხედვის არეალში მოხვედრილ მოქალაქესთან კომუნიკაციის დამყარება და მათი გადამისამართება სათანადო მიმართულებით;

 • მოქალაქეთა მოთხოვნების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამის სივრცეში გადამისამართება;

 • სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მოქალაქეთა მომსახურება, მათთვის ზოგადი კონსულტაციის გაწევა, მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;

  •               მოქალაქეთა დახმარება ფოტო-ჯიხურითა და თვითმომსახურების სხვა სისტემებით სარგებლობის პროცესში;

  •               მომსახურების სივრცეების, მათ შორის საბავშვო სივრცისა და თვითმომსახურების სივრცეების მოწესრიგება;

 • მომსახურების დარბაზში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში საინფორმაციო ბროშურებისა და კორპორატიული ატრიბუტიკის განთავსება;

 • უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;

 • უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;

 • სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;

•  უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

 

    მოთხოვნები :

 

მინიმალური განათლება -სტუდენტი

 

   ენები :

ენა

     

წერითი უნარები

     

მეტყველება

ქართული

     

C1

     

C1

 

დამატებითი მოთხოვნები :

                 •               აუცილებელია კანდიდატი იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;

•  სასურველია ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა;

•  სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

•  კომუნიკაბელურობა;

•  ლოგიკური აზროვნება;      

•  კეთილგანწყობა;

•  დახვეწილი მეტყველება;

•  მოქალაქეთა თავაზიანად მომსახურების უნარი;

•  მოტივირებულობა;

•  გუნდურად მუშაობის უნარი.

 

 

  განცხადების მიღების  ბოლო ვადაა  -24.02.2018

ადგილების რაოდენობა  -2

სამსახურის ადგილმდებარეობა -ლაგოდეხი

 

     

საკონკურსო კომისიის მისამართი:

თბილისი, სანაპიროს . №2

 საკონტაქტო ტელეფონი:

595 08 79 93

 

 
მნახველთა რაოდენობა: 6800
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.
    Loading...