იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დაწყებითი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე შემოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

მასწავლებლის პროფესიაში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საუკეთესო კადრების მოზიდვისა და სისტემაში არსებული კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით 2018 წლიდან, სახელმწიფოებრივი მიდგომით, იცვლება  მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების სპეციფიკა: ნაცვლად არსებული დაწყებითი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა, მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადება 2018-2019 სასწავლო წლიდან განხორციელდება ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც უნდა  მოიცავს  არანაკლებ 300 კრედიტს, ხანგრძლივობა 5 წელი.   მნშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია, შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში კი კურსდამთავრებული იქნება უფროსი მასწავლებელი.

 თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება,  სათანადო მოთხოვნების შესაბამისად შექმნისა და პროგრამის ამუშავებისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების წარმატებით გავლის შემთხვევაში აბიტურიენტრებს  შესაძლებლობა ექნებათ მოახდინონ ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანში და არჩევანი გააკეთონ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირი:

განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი ნინო ნახუცრიშვილი

დაწყებითი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი

საკონტაქტო ინფორმაცია: n.nakhutsrishvili@gmail.com   ტელ:  599 28 55 75

 
მნახველთა რაოდენობა: 5664