საქართველოს ტურიზმის სფეროს შესახებ ცნობადობის ამაღლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების ინფორმირების მიზნით, სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, 27 თებერვალს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში, გაიმართება ტურიზმის სექტორზე ორიენტირებული კარიერის დაგეგმვის გამოფენა.
გამოფენა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, პირადად გაესაუბრონ წარჩინებული კერძო კომპანიების წარმომადგენლებს, მოიპოვონ მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და გაეცნონ, თუ რა უნარ-ჩვევები და გამოცდილება არის დამსაქმებლისთვის პრიორიტეტული ამ სფეროში.
გამოფენაში მონაწილეობა უფასოა.