იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
კარიერის დაგეგმვის გამოფენა

   საქართველოს ტურიზმის სფეროს შესახებ ცნობადობის ამაღლების  და საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების ინფორმირების მიზნით, სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, 27 თებერვალს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას  მე-3 პავილიონში, გაიმართება ტურიზმის სექტორზე ორიენტირებული კარიერის დაგეგმვის გამოფენა.

    გამოფენა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, პირადად გაესაუბრონ წარჩინებული კერძო კომპანიების წარმომადგენლებს, მოიპოვონ მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და გაეცნონ, თუ რა უნარ-ჩვევები და გამოცდილება არის დამსაქმებლისთვის პრიორიტეტული ამ სფეროში.

     გამოფენაში მონაწილეობა უფასოა.
 
მნახველთა რაოდენობა: 7618
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.