იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
სასტიპენდიო პროგრამა ლატვიაში 2018-2019

   ლატვია 2018-2019  აკადემიური  წლებისთვის  აცხადებს  სასტიპენდიო  პროგრამას  უმაღლესი განათლების სამი საფეხურის სტუდენტებისა  და  აკადემიური პერსონალისთვის. 

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებისთვის  ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 500ევროს, დოქტორანტებისთვის -670 ევროს, ხოლო მკლევარებისთვის -300 ევროს  (+30 ევრო ყოველდღიურად). 

 აპლიკაციის შეტანა შესაძლებელია მ/წ 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით.  სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა  სააპლიკაციო  განაცხადი  უნდა  გააგზავნოს  ლატვიის  განათლების განვითარების  სახელმწიფო  სააგენტოში  ონლაინ  ვებ-გვერდის  საშუალებით   http://www.viaa.gov.lv/scholarships. 

 ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო გამოაცხადებს, ასევე, საზაფხულო კურსს, რომელიც   1 მარტს, ამავე ვებ-გვერდზე, გამოქვეყნდება .

 
მნახველთა რაოდენობა: 20484