სსიპ ,,განათლების საერთაშორისო ცენტრში“ გამოცხადდა კონკურსი ფრანგულ და უნგრულ სასტიპენდიო პროგრამებზე.
2 თებერვალს, 13:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში, აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით, ,,განათლების საერთაშორისო ცენტრი“ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს, რომელსაც ცენტრის კოორდინატორებთან ერთად, ,,ფრანგული ინსტიტუტის“ და ,,კამპუს ფრანსის“ წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
სასტიპენდიო კონკურსის- „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019“-საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში, მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულ ენოვან, ასევე, ინგლისურ ენოვან პროგრამებზე.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შესაბამის ლინკზე - http://iec.gov.ge/4314
,,განათლების საერთაშორისო ცენტრში“, ასევე, დაიწყო ელექტრონული განაცხადების მიღება, უნგრული პროგრამის ფარგლებში.
უნგრეთის მთავრობის სტიპენდია-,,Stipendium Hungaricum” - მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმულები: