იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთსა და საფრანგეთში 2018-2019

     სსიპ ,,განათლების საერთაშორისო ცენტრში“  გამოცხადდა კონკურსი ფრანგულ და უნგრულ სასტიპენდიო პროგრამებზე.

      2 თებერვალს, 13:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში, აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით, ,,განათლების საერთაშორისო ცენტრი“  საინფორმაციო შეხვედრას გამართავს, რომელსაც ცენტრის კოორდინატორებთან ერთად, ,,ფრანგული ინსტიტუტის“ და ,,კამპუს ფრანსის“ წარმომადგენლებიც  დაესწრებიან.  

    სასტიპენდიო კონკურსის- „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019“-საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში, მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულ ენოვან, ასევე, ინგლისურ ენოვან პროგრამებზე

   დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შესაბამის ლინკზე - http://iec.gov.ge/4314

    ,,განათლების საერთაშორისო ცენტრში“, ასევე, დაიწყო ელექტრონული განაცხადების მიღება, უნგრული პროგრამის ფარგლებში.  

   უნგრეთის მთავრობის სტიპენდია-,,Stipendium Hungaricum” -  მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

  დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმულები:

  http://iec.gov.ge/News/9991

  http://iec.gov.ge/4312

 
მნახველთა რაოდენობა: 10951
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'