ინდოეთის უნივერსიტეტები აცხადებენ რამდენიმე სასტიპენდიო პროგრამას, რომელთაგან ერთ-ერთი ითვალისწინებს, ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭოს მიერ გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ ადგილს (სტიპენდიას) სამ (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა) საფეხურზე;
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე: www.a2ascholarships.iccr.gov.in;
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2018 წლის 12 თებერვალი;
აზიასა და წყნარ ოკეანეთში კოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწავლების ცენტრი აცხადებს ცხრათვიან პროგრამას ბაკალავრიატის შემდგომი საფეხურებისთვის, გარემოს შემსწავლელ მეცნიერებებში.
სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:www.cssteap.org