იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2018

  „თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი“ და „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ,,ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2018“-ის მონაწილეთა შესარჩევად. სეზონური სკოლის პროექტის მიზანია მეცნიერებაში ქართველოლოგიის მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება, უახლესი სამეცნიერო კვლევების გაცნობა-პოპულარიზაცია, სამეცნიერო წრეებთან მსმენელთა ადაპტირება.

            2018 წელს პროექტში საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ერთად  შესაძლებელი იქნება ჩაერთონ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც, რომლებიც სათანადო დონეზე ფლობენ ქართულ ენას და ქართველოლოგიური მეცნიერებებით არიან დაინტერესებულნი. რაც საშუალებას აძლევს ქართველოლოგიური დისციპლინებით დაინტერესებულ საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს ქართულ სამეცნიერო წრეებთან და სტუდენტებთან ინტეგრირებისა.

ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიურ სკოლა – 2018-ში  მონაწილეობის  მსურველებმა ელექტრონულ  მისამართზე - zamtrisskola@gmail.com არაუგვიანეს 30 იანვრისა უნდა მოგვაწოდონ:

1) ინფორმაციულ-სამეცნიერო, ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომი/ესსე (არაუმეტეს 6 ნაბეჭდი გვერდისა: შრიფტი - sylfaen; ზომა - 12; სტრიქონებს შორის დაშორება - 1) ქართველოლოგიური მეცნიერებების შემდეგი მიმართულებებიდან:

  • საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე);
  • ქართული ენა და მისი დიალექტები;
  • ქართული ლიტერატურა (XXI საუკუნის ლიტერატურულ პროცესებამდე);
  • საქართველოს არქეოლოგია;
  • ქართულ-ევროპული და ქართულ-აღმოსავლური კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობები;
  • ქართული ფოლკლორი და საქართველოს ეთნოგრაფია;
  • ქართული ფილოსოფიის ისტორია.

2) აპლიკაციის ფორმა (აპლიკაციის ნიმუში იხილეთ ბმულზე: http://www.kartvfund.org.ge).

3)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

ექსპერტთა მიერ კონკურსანტთა ნაშრომებიდან შეირჩევა 15-20 საუკეთესო ნაშრომი, რის მიხედვითაც დაკომპლექტდება სეზონური სკოლის მონაწილეთა კონტიგენტი.  მონაწილეები 2018 წლის თებერვლის ბოლო დეკადაში შეიკრიბებიან და ერთი კვირით დაბანაკდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, სადაც წარიმართება სასწავლო პროცესი და სხვადასხვა კულტურული აქტივობანი. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლითა და კვებით. სალექციო კურსებს გაუძღვებიან შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტები. ლექციების ბოლოს გაიმართება პროექტის მონაწილეთა ნაშრომების განხილვა.

            ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2018-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელზეც შეჯამდება სკოლის შედეგები, მოეწყობა პროექტის მონაწილეთა საუკეთესო ნამუშევრების პრეზენტაცია. სკოლის მონაწილეებს  გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები და საჩუქრები. გამორჩეული ნაშრომების ავტორები დაჯილდოვდებიან „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის“ მიერ ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით.

            პროექტის ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2018-ის მონაწილეთა  მიერ შესრულებული საუკეთესო ნაშრომები გადაეცემა ჟურნალ „ქართველოლოგის“ საგამომცემლო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს ზოგიერთი ნაშრომის  ელექტრონული სახით გამოცემას. 

 
მნახველთა რაოდენობა: 5777
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'