იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

რა არის Erasmus Mundus?

Erasmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე. ამასთანავე, Erasmus Mundus ხელს უწყობს ევროპის უნივერსტეტებსა და მესამე ქვეყნების უნივერსტეტებს შორის თანამშრომლობას.

ამჟამად, Erasmus Mundus პროგრამაში საქართველოს 3 უნივერსტეტი მონაწილეობს; კერძოდ, ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მობილობის პროგრამის ფარგლებში 58 ქართველი სტუდენტი, მკვლევარი და უნივერსიტეტის თანამშრომელი გაემგზავრა პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლებლად და სამუშაოდ. პროგრამის პარტნიორები არიან: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის უნივერსიტეტები და ევროპის უნივერსიტეტები: საბერძნეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ლატვიასა და ბულგარეთში.
Erasmus Mundus ჰყავს 3 სამიზნე ჯგუფი და მის ფარგლებში ხდება ხუთი კატეგორიის ინდივიდუალური მობილობის პროგრამის დაფინანსება:

  • საბაკალავრო
  • სადოქტორო
  • პოსტ–სადოქტორო
  • აკადემიური პერსონალი
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.