საქართველოს მწერალთა სახლი აგრძელებს პროექტს -,,საუბრები ლიტერატურაზე თელავის უნივერსიტეტში" . აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 1 დეკემბერს, 13:00 საათზე, თელავის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას გამართავს ბელა ხაბეიშვილი.
ლექციის თემაა ფრანგული და ქართული სიმბოლისტური პოეზიის პარადიგმები. ფრანგული ლიტერატურის შესახებ ლექციების პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფრანგული ინსტიტუტი.
ლექცია ჩატარდება თესაუ-ს მე-3 სართულზე, 66-ე აუდიტორიაში. დასწრება თავისუფალია.