იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო კონფერენცია – ეთიკური პრინციპები განათლებაში /Sustaining Ethical Practices in Education

2024 წლის 8 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია – ეთიკური პრინციპები განათლებაში /Sustaining Ethical Practices in Education

კონფერენციის სამუშაო თემებია:

აკადემიური კეთილსინდისიერება და ხელოვნური ინტელექტი;

ხელოვნური ინტელექტის გენერაციული ინსტრუმენტების ეთიკური გამოყენება;

სწავლების მეთოდები გენერაციული ინსტრუმენტების გამოყენებით;

აკადემიური კეთილსინდისიერება სკოლაში

კვლევის ეთიკა;

ღონისძიების მიზანია მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარება და შემთხვევების ანალიზი, რომელიც შეაჯამებს არსებულ პრაქტიკას და მონაწილეებს დაეხმარება წარმატებული მაგალითების იდენტიფიცირებაში.

კონფერენციაზე წარსადგენი ნაშრომის ფორმატია მოხსენება/პრეზენტაცია და/ან კვლევის ანგარიში.

მონაწილეთა მიღებისათვის აუცილებელია 2024 წლის 20 სექტემბრამდე გამოგვიგზავნოთ  მომხსენებლის ბიოგრაფია/CV  და პრეზენტაციის მცირე აბსტრაქტი, მაქს. 200-250 სიტყვა, მისამართზე: integrity@iliauni.edu.ge (ქართულ და ინგლისურ ენაზე).

ყოველწლიური კონფერენციას საფუძველი ჩაეყარა ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) ფარგლებში და 2024 წელს მას უმასპინძლებს კავკასიის უნივერსიტეტი.

კონფერენციის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური.

 
მნახველთა რაოდენობა: 953