იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების შესახებ, ტრენინგი მოეწყობა.
ტრენინგს უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, თამარ მიქელაძე ჩაატარებს.
შეხვედრაში მონაწილეობისათვის სასურველია ციფრული უნარების და ინგლისური ენის ფლობა.
მონაწილეობის მსურველებმა 16 აპრილამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/Ggrdr52wpo8uuFB19 მონაწილეებს რეგისტრაციის შემდეგ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია.
ტრენინგი მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების დღეს, 19 აპრილს, გაიმართება. ტრენინგის ხანგრძლივობაა 2 საათი. დასაწყისი 15 საათზე.