კავშირი მდგრადი განვითარებისათვის - ეკოვიჟენი, კახეთშია!
12, 13, 14, და 15 დეკემბერს, ეკოვიჟენი კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტს ესტუმრება.
სტუმრობის გრაფიკი შემდეგნაირია:
12 დეკემბერი, 09:00 საათიდან, დედოფლისწყარო, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია;
13 დეკემბერს, 09:00 საათიდან, თელავი, იუსტიციის სახლისა და თეატრის მიმდებარე ტერიტორია;
14 დეკემბერს, 09:00 საათიდან ახმეტა, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია;
15 დეკემბერს, 09:00 საათიდან, ყვარელი, 9 აპრილის სკვერის ტერიტორია.
სპეციალურად მოწყობილ ღია სადემონსტრაციო სივრცეში , დაინტერესებული პირები საქართველოში წარმოებული ენერგოეფექტური ღუმელის ნახვას შეძლებენ.
გარდა ამისა, დამსწრე პირები მეტ ინფორმაციას მიიღებენ 30%-იანი სახელმწიფო თანადაფინანსების შესაძლებლობის შესახებ, ხოლო თავად ეკოვიჟენისგან დამატებით გადაცემათ ფასდაკლების 5%-იანი ვაუჩერი.