იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტები საერთაშორისო კონფერენციას ჩაატარებენ.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახლემწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მესამე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება.

კონფერენციის სახელწოდებაა- კეთილსინდისიერების პრინციპები ხელოვნური ინტელექტის პირობებში.

კონფერენციის სამუშაო თემები აკადემიური კეთილსინდისიერება და ხელოვნური ინტელექტი, სტუდენტების შეფასება, კვლევის ეთიკა, სწავლების მეთოდები და აკადემიური კეთილსინდისიერება სკოლაში იქნება.

ღონისძიების მიზანია გამოცდილების გაზიარება და შემთხვევების ანალიზი, რომელიც არსებულ პრაქტიკას შეაჯამებს და მონაწილეებს წარმატებული მაგალითების იდენტიფიცირებაში დაეხმარება.

კონფერენციაზე წარსადგენი ნაშრომის ფორმატია მოხსენება/პრეზენტაცია და/ან კვლევის ანგარიში.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2023 წლის 20 სექტემბრამდე, ქართულ და ინგლისურ ენაზე უნდა გააგზავნონ მომხსენებლის ბიოგრაფია /CV და პრეზენტაციის მცირე აბსტრაქტი, მაქსიმუმ 200-250 სიტყვა, შემდეგ. მისამართზე:  integrity@iliauni.edu.ge .

კონფერენცია პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებაა.

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

მესამე საერთაშორისო კონფერენცია 2023 წლის 24 ოქტომბერს გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 1749
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.