4 აპრილს, 12:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კორტ ანდერსონი, სტუდენტებს გააცნობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ახალ სამაგისტრო პროგრამას გამოყენებით გენეტიკაში.
გამოყენებითი გენეტიკის სამაგისტრო პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მისცეს იმ გენეტიკური მეთოდების ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც გამოიყენება პოპულაციურსა და კონსერვაციულ ბიოლოგიაში, ბიოსამედიცინო გენეტიკაში, ფარმაკოლოგიასა და სოფლის მეურნეობაში.
შეხვედრა გაიმართება თესაუ-ს I კორპუსში, მე-4 სართული, აუდიტორია #80 (ქართული უნივერსიტეტის ქუჩა #1)
შეხვედრის ენაა ინგლისური.
სამაგისტრო პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში: პროგრამა გამოყენებით გენეტიკაში - კორტ ანდერსონი.pdf


