ახალგაზრდობის სააგენტოსა და ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვების მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით, 10 ივნისიდან იწყება ტრენინგ პროგრამა ორი მიმართულებით.
I - ,,უნარები დასაქმებისთვის"
გინდა გახდე მოთხოვნადი კადრი შრომით ბაზარზე?
თვლი, რომ ფინანსური დამოუკიდებლობა შენთვის მნიშვნელოვანია?
გსურს გადალახო ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის დასაქმებაში?
მაშინ ეს კურსი შენთვისაა:
მობილური ახალგაზრდული მუშაკები თელავის მუნიციპალიტეტში გთავაზობთ დასაქმებისთვის საჭირო უნარების უფასო პროგრამას.
კურსის განმავლობაში დავფარავთ შემდეგ თემებს:
დროის მართვა;
კომუნიკაცია და კონფლიქტების მოგვარება;
გუნდურობა;
მიზნის დასახვა;
ფინანსების მართვა;
შემოქმედებითობა;
CV-ის წერა;
გასაუბრებისთვის მომზადება.
II- ,,კარიერული განვითარება"
დაასრულე სკოლა, უნივერსიტეტი ან პროფესიული კოლეჯი და თვლი, რომ შენი პროფესია აღარ შეესაბამება შენს სურვილებსა და მიზნებს.
კარიერული განვითარების პროგრამის მეშვეობით ჩვენ:
დაგეხმარებით საკუთარი შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენაში;
გაგაცნობთ რეგიონში და მის გარეთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს;
გაგიწევთ კონსულტაციას პროფესიის სწორად შერჩევის პროცესში
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
საკუთარი ძლიერი მხარეების ანალიზი;
მომავლის დაგეგმვა;
მიზნის დასახვა;
დროის მართვა;
გადაწყვეტილების მიღება;
კარიერული დაგეგმვა
კურსში მონაწილეობა შეუძლია თელავში და თელავის მუნიციპალიტეტის ნებისმიერ სოფელში მცხოვრებ 16-29 წლის ადამიანს. შეთავაზება უნიკალურია, რადგან ორგანიზაცია თავად მივა მონაწილეებისთვის მისაღებ ლოკაციაზე, რათა შეძლონ ცოდნის მიღება დროისა და ფინანსების ტრანსპორტირებაში დახარჯვის გარეშე.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/AXaBJ337ccc2cXJ7A