იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დასაქმების სააგენტო ,,ეიჩარის“ ვაკანსიები

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისო „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: საზაფხულო ანაზღაურებადი სტაჟირება/უმცროსი საკრედიტო ექსპერტი

ადგილმდებარეობა :  თბილისის ფილიალები, რუსთავი, ქუთაისი, გორი, მარნეული ახმეტა, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, წნორი, თელავი

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 31 მაისი, 2019 წელი

 

ფუნქცია–მოვალეობები:

  • კლიენტების მოზიდვა, საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;

  • სესხის გაცემის და დამუშავების პროცედურების შესწავლა;

  • საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;

  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;

  • შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია გაყიდვებითა და ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის განვითარებით. უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის, ეკონომიკის,  ტექნიკური ან აგრო მიმართულების განათლების მქონე კანდიდატებს;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

  • რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (მარნეულისა და რუსთავის კანდიდატებისთვის);

  • გაყიდვების სფეროში  სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

აუცილებელი უნარები:

  • აქტიურობა, ინიციატივიანობა;

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;

  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;

  • შედეგზე ორიენტირებული.

 

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;

  • საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას;

  • ახალი უნარების აღმოჩენას;

  • მზარდ ანაზღაურებას;

  • სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს.

 

პოზიციის პირობები:

  • 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;

  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;

  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV)  2019  წლის 31 მაისის ჩათვლით    შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივნისისა 

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არგანიხილება.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

   სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს ”ელიტ ელექტრონიქსი”-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

 

დამსაქმებელი:  სს ”ელიტ ელექტრონიქსი”

პოზიციის დასახელება:  კონსულტანტი

ადგილმდებარეობა:  თელავი

დასაქმების ტიპი:  სრული განაკვეთი

განცხადებების მიღების ბოლო ვადა:  16 მაისი, 2019  წელი

შერჩევის ფორმა: ტესტირება, გასაუბრება

 

ძირითადი მოვალეობები:

  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა

  • პროდუქციის  მოწესრიგებულად განაწილება

  • პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა

  • გაყიდული პროდუქციის შემოწმება

  • ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა

  • ახალი მოდელების შესწავლა

  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასაუბრო დონეზე)

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა

  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა

  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი

  • გუნდური მუშაობის უნარი

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

  • მიზანსწრაფულობა

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

 

სავაკანსიო განცხადება:

დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი”

თანამდებობა: პრობლემური სესხის ოფიცერი

სამუშაო ადგილი: კახეთის რეგიონი (საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, წნორი)

სს „კრედო ბანკი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარტი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელბს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;

  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;

  • საპენსიო დაზღვევა;

  • პროფესიული ტრენინგები;

სამუშაო ადგილის მიზანი:

პრობლემური სესხების ოფიცერი პასუხისმგებელია ორგანიზაციის მიერ გაცემული პრობლემური სესხების ადმინისტრირება/ამოღებაზე, რაც გამოიხატება სესხების დაფარვის/გადახდის მიზნით ორგანიზაციის ინტერესების დაცვაში, მსესხებლებთან/თავდებებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;

  • მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;

  • საქმიანობის კოორდინირება რეგიონის მენეჯერთან და რეგიონალურ იურისტთან.

  • სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევა, პრობლემურ მსესხებელებთან და თავდებებთან ვიზიტებზე სიარული, სატელეფონი ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება.

  • პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან საცხოვრებლის მიხედვით;

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიური განათლება)

  • სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;

  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა);

  • ლოგიკური აზროვნების უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;

  • სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი; მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;

  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

  • ავტომობილის ყოლა, მართვის მოწმობის ქონა აუცილებელია;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. „ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი“-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მაგ. „პრობლემური სესხის ოფიცერი ხელვაჩაურში“)

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 22 მაისი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 
მნახველთა რაოდენობა: 5581