საინფორმაციო ცენტრების ქსელი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
-
პროექტის კოორდინატორი კახეთის რეგიონში;
-
მულტიმედია რეპორტიორი;
-
ოპერატორ-მემონტაჟე (საქმის შესწავლით);
-
მძღოლი/ტექნიკური ასისტენტი.
პროექტის კოორდინატორის ძირითადი მოვალეობები: პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება (მოსახლეობასთან, განსაკუთრებით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო – საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება; პრობლემების კვლევა და ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა; საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება; არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობა; ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა; ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი; პანკისის სათემო რადიო WAY–ის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა; ღონისძიებების შესახებ ანგარიშისა და საინფორმაციო მასალების მომზადება);
მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია); კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი; ინგლისური ან რუსული ენების ცოდა (მიიჩნევა უპირატესობად); გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენთუზიაზმი.
ანაზღაურება – 1000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
მულტიმედია რეპორტიორის ძირითადი მოვალეობები: ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ახალი ამბების, გრძელვადიანი თემების მოძიება, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად პრიორიტეტული თემებისა და საკითხების შერჩევა; წინასწარი დაგეგმვა: სარეზერვო თემების მონიშვნა და განახლება; თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, მათ შორის მაღალმთიან დასახლებებში აქტუალურ საკითხებზე მულტიმედია მასალების მომზადება (გადაღება, მონტაჟი, ტექსტის წერა);
მოთხოვნები: მედიაში ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა; გუნდში მუშაობის უნარი; კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები; ენთუზიაზმი;
ანაზღაურება: 1250 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
ოპერატორ/მემონტაჟის ძირითადი მოვალეობები: თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, მათ შორის მაღალმთიან დასახლებებში სიუჟეტების, რეპორტაჟების გადაღების დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი. საჭიროებისამებრ გადაცემების ჩაწერა საველე პირობებში.
მოთხოვნები: კომპოზიციის, მოძრაობის, პერსპექტივის აღქმის კარგად განვითარებული უნარები; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა; მედიაში მუშაობის გამოცდილება; კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები. დაინტერესებულ პირებს შერჩევის შემდეგ საქმეს შევასწავლით 1 ან 2 თვეში.
ანაზღაურება: 800-დან 1000 ლარამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
მძღოლი/ტექნიკური ასისტენტის ძირითადი მოვალეობები: კომპანიის კუთვნილი ავტომობილის მართვა და მოვლა; თანამშრომლების უსაფრთხო ტრანსპორტირება; გუნდური მუშაობის უნარი; საწვავის ხარჯის აღრიცხვა; გადამღები ჯგუფის დახმარება.
მოთხოვნები: ავტომობილის მართვის B კატეგორია; ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარი; მოძრაობის წესებისა და საავტომობილო გზების სრულყოფილი ცოდნა, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; გამოცდილება ანალოგიურ სფეროში; გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება: 600-დან 800 ლარამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსოთ ამ ბმულზეhttps://mtisambebi.ge/about-main/joinგანაცხადების განხილვისას ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოტივაციო ნაწილი.
კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy.icn@gmail.com დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ტელ: 0 353 22 22 11
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 დეკემბერი. შერჩეულ პირებს, გასაუბრებაზე მოწვევის მიზნით, საინფორმაციო ცენტრების ქსელი თავად დაუკავშირდება.
კახეთში ორგანიზაციას 2 ოფისი აქვს: რეგიონული ოფისი - გურჯაანში, პანკისის ოფისი - სოფელ დუისში;
საინფორმაციო ცენტრების ქსელი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების სააგენტო „რეგინფოს“ (www.Reginfo.ge), ინტერნეტგამოცემა „მთის ამბებს“ (www.mtisambebi.ge), თბილისში მდებარე მულტიმედია სტუდიას, კახეთის საინფორმაციო ცენტრსა და პანკისის სათემო რადიოს (www.Radioway.ge).