,,ლიბერთი - ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე კახეთის რეგიონში.
ადგილმდებარეობა: თელავი, ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, სიღნაღი, ყვარელი, საგარეჯო, წნორი.
ჩვენ ვიწვევთ სამუშაოდ წარმატებულ სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს; ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებს.
მითერის პოზიცია ბანკში დასაქმების პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც ლიბერთიში რეალური კარიერული წინსვლის პირობაა.
ძირითადი მოთხოვნები:
-
უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ასევე განიხილება მაგისტრატურის სტუდენტები;
-
ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;
-
მნიშვნელოვანია უცხო ენების: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
-
კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები:
-
მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
-
თითოეულ შემოსულ მომხარებელთან კომუნიკაცია; მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა;
-
მომხმარებელთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მათთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება; სერვისის პირობების და ვადების განმარტება;
-
მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემა, სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები;
-
მომხმარებელთა დახმარება განახორციელოს სწრაფი გადახდის აპარატთან, ბანკომატთან ისე რომ არ შეეხოს მომხმარებლის ფულად სახსრებს;
-
შესთავაზოს კლიენტებს საბანკო პროდუქტები და განახორციელოს კლიენტთა შეუფერხებელი და დროული მომსახურება;
-
დაიცვას ბანკთან და კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
პროფესიული უნარ-ჩვევები:
-
კომუნიკაბელურობა;
-
ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარი;
-
გამართული მეტყველება;
-
გუნდურობა;
-
მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
-
ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
-
სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე