იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სასტუმრო Radisson Collection-ის დასაქმების ფორუმი

 4 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  სასტუმრო Radisson Collection-ის წარმომადგენლებმა  დასაქმების ფორუმი გამართეს და სტუდენტებს   სასტუმროში არსებული ვაკანსიები შესთავაზეს.    

     პრეზენტაციაზე  სტუმრებმა, სამუშაო პირობებთან ერთად,  ყურადღება  იმ კრიტერიუმებზეც გაამახვილეს, რომლებსაც სამსახურების მაძიებლები უნდა აკმაყოფილებდნენ. 

      წინანდლის ტერიტორიის განახლება და კეთილმოწყობა ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნების გათვალისწინებით ხდება.  სასტუმროს კომპლექსი  140 სასტუმრო ნომერს,  საცურაო აუზს,  ღვინის ქარხანას, რესტორანს, ბიბლიოთეკას, კინოთეატრს,  საკონცერტო დარბაზს და სხვა ობიექტებს მოიცავს. 

    სასტუმრო Radisson Collection  2018 წლის სექტემბერში, წინანდალში, გაიხსნება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4695
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'