იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ვაკანსიები

პაშა ბანკი დაინტერესებულ და კვალიფიციურ პირებს სთავაზობს მოლარის  პოზიციას თელავში.

     გთხოვთ, განცხადების სანახავად მიჰყვეთ ბმულს: http://pashabank.ge/ge/about-us/career/career-opportunities?n=1237

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 24 აპრილი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

   პაშა ბანკი - ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

 შპს ,,აი სი არ ტრეიდი“  აცხადებს კანდიდატთა  შერჩევას მაღაზია ,,კორსო იტალიაში“  გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში: ზუგდიდი, ფოთი, თელავი.

 სამუშაო განაკვეთი:  სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით.

 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;

  • მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;

  • ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;

  • მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ საჭიროებისამებრ სრული ინფორმაციის მიწოდება;

  • საქონლის მიღებაში მონაწილეობა;

  • საქონლის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;

  • მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;

  • რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა.

 

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

კომუნუკაბელური, აქტიური, თავაზუანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული, გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი.დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@icr.ge   30 აპრილის ჩათვლით, სათაურის ველში მიუთითეთ რეგიონის დასახელება.

 

,,ჯიემთი გრუპ“  აცხადებს ვაკანსიას მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე თელავში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე +995 571060182

 

,,ლიბერთი - ბანკი „  აცხადებს ვაკანსიას კრედიტ ოფიცრის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: კახეთის რეგიონი:

თელავი

წნორი

გურჯაანი

ახმეტა

დედოფლისწყარო

ლაგოდეხი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, საბანკო/საფინანსო სფეროში;

  • მინიმუმ  1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მიკრო და მცირე სესხების მიმართულებით;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა.


ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზების გაკეთეა და პროდუქტების გაყიდვა;

  • პორტფელის მართვა;

  • მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;

  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; 

  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგზე; 

  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი; 

  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული;

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის  28 აპრილის   ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის და ქალაქი/რეგიონი დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 5102
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'